3 ივლისს, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ ბათუმის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს, ახალი ხელმძღვანელი თენგო დოლიძე ოფიციალურად წარუდგინეს.
2022 წლიდან თენგო დოლიძე გახლდათ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. ასევე მუშაობდა აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.